ინტერაქტიული კლინიკური შემთხვევის განხილვა
გინეკოლოგებისთვის
გინეკოლოგებისთვის
მოირგეთ მკურნალი ექიმის როლი, გაეცანით თქვენი კოლეგის მიერ წარმოდგენილ ვიდეო-ქეისს და მიიღეთ მონაწილეობა ვიდეოში ჩაშენებულ ინტერაქტიულ ქვიზში.

რკინის ლატენტური დეფიციტი
რკინის ლატენტური დეფიციტი ფართოდ გავრცელებული, თუმცა ხშირად სათანადოდ შეუფასებელი მდგომარეობაა რეპროდუქციული ასაკის ქალებში, განსაკუთრებით ჭარბი მენსტრუაციისა და კვების შეზღუდვების პირობებში.
ჰემოგლობინის ნორმალური დონის მიუხედავად, პაციენტებს შეიძლება აღენიშნებოდეთ გამოხატული დაღლილობა, ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება, ფრჩხილების მტვრევადობა, თმის ცვენა და ცხოვრების ხარისხის გაუარესება.
ეს კლინიკური შემთხვევა გვიჩვენებს ახალგაზრდა ქალებში, აშკარა ანემიის გარეშე, ლატენტური რკინის დეფიციტის დროული გამოვლენის მნიშვნელობას და გინეკოლოგის მნიშვნელოვან როლს დაავადების ადრეულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში.
ვიდეოს მიმდინარეობისას ეკრანზე გამოჩნდება კითხვა პაციენტის შემდგომი მართვის ტაქტიკის შესახებ.
აირჩიეთ სწორი პასუხი.
ვიდეოს გასაგრძელებლად დააჭირეთ ღილაკს „ნახვის გაგრძელება“.
კლინიკური განხილვის შესახებ ხშირად დასმული კითხვები
ეს არის ინტერაქტიული სასწავლო ფორმატი, რომლის ფარგლებშიკლინიკური შემთხვევის ვიდეო-ვერსიის დახმარებით გაეცნობით პაციენტის მართვის პროცესს, დიაგნოსტირების სირთულეებს, სწორი დიაგნოზის დასმისა და ოპტიმალური მკურნალობის შერჩევის საკითხებს.
ტესტისა და სასწავლო მასალის გავლის შემდეგ ექიმი დაეუფლება შემდეგ ძირითად კომპეტენციებს:
- რკინის დეფიციტის ზუსტ დიაგნოსტიკას (ფერიტინის, ჰემოგლობინის და სხვა მაჩვენებლების შეფასების საფუძველზე);
- რკინის დეფიციტის მკურნალობის თანამედროვე მიდგომებსა და შესაბამისი პრეპარატის არჩევის პრინციპებს;
- თერაპიის ინდივიდუალურ შერჩევას პაციენტის რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით;
- რკინის დეფიციტის ეფექტურ პრევენციას მაღალი რისკის მქონე პაციენტთა ჯგუფებში;
- დიაგნოსტიკური და თერაპიული შეცდომების თავიდან აცილებას.

შეინარჩუნე ბალანსი!
რკინის ოპტიმალური შემცველობა – 100მგ ელემენტარული რკინა
ვიტ.C რკინის უკეთესი შეწოვისთვის
უნიკალური დურულეს-ტექნოლოგია – რკინის სტაბილური და თანდათანობითი გამოთავისუფლება მატრიციდან – ნაკლები ვერდითი მოვლენები